პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე წულაძე წარადგინა. მას 2023 წლის 29 დეკემბრიდან განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2019 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.
- 2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
- 2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;
- 2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
- 2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
- 2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
- 2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.