ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს. ამის ნაწილია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები საზოგადოების მახლობელ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მხადაჭერა.
ელჩი დეგნანი ეუთოს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის გახსნას დაესწრო. ახალი ინფრასტრუქტურა 144 ოჯახს დაეხმარება. აღნიშნული USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რომელთა მეშვეობით საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 3,600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა