“გამოგვიჭედეს ყურები ე.წ. ბიზნესმენ – მხედრიონელი ყაჩაღისა და ძმები თორაძეების მკვლელის ლევან კაჭარავას, იგივე “ტილიკას” მკვლელობით და ერთი ისტერიკები აქვთ ატეხილი მის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიებს მკვლელების დაპატიმრების მოთხოვნით. ერთი, მხედრიონელი მკვლელი და ყაჩაღი, გიორგი რურუა იყო “ბიზნესმენი” და “პოლიტპატიმარი”
და მეორე მისი ტელევიზია ტვ-1-ია სამამულო ტელევიზია.
გეყოთ ბღავილი! – წერს სოციალურ ქსელში გაზეთ “განმათავისუფლებლის” მთავარი რედაქტორი ლეილა ცომაია.
3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
მკვლელობას შეესწრო თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.