“ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო” – ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა
“სანამ გამოვარჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. ვერ გაამტყუნებთ მათაც, რაღაც თემის აწევა უნდათ, მერწმუნეთ, რომ გუშინ ლოცვას ძლივს ჩამოვასწარი, ვამზადებთ მაგ იმას… შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს. შიგნიდან რომ უნდოდეს ჩვენს წევრს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს – ქვეყანა იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორე გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მხარე მაინც იტყოდა.
ყველაფერი მიდის ნორმალურად, მალე ალბათ კრების თარიღსაც გადავწყვეტთ როდის იქნება, გამოვარჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. ყველას მოსაწონი რა ვიცი ახლა… მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე დ აარა ის, მე ის მომწონს, მე ის. უძლურები არ გეგონოთ, უწმინდესმა თავის სიცოცხლეში გვასწავალა, როგორ იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, უფლის ნება როგორც იქნება ისე იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან ერთად წინსვლას. არ ინერვიულოთ, მკითხავებივით არიან, ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა და როგორ ხდება, მშვიდობაა რა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოებს რა დალევს, არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია.
ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო, ჩვენსაც ჩვენს გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის ჩავრევთ, არ ინერვიულოთ. უმრავლესობასთან ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ რომ ერთობით და ერთსულოვნად არც თქვენ დაგწყვიტოთ გული და არც ღმერთს. ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ. დანარჩენი ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ”. – თქვა მეუფე იაკობმა.