ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
“იდეალური იქნებოდა, არ მოგვეხსნა შეზღუდვები, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, რეალური არ არის. უნდა გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციებზე, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. დღეს არ არის საკმარისად მკაცრი, შემდეგში უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს არის გზა, რომ ჩვენ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.