“მე ვფიქრობ გაზვიადებულიც კი არის საბჭოთა კავშირის იდეურ გმირებთან ვასილ კიკვიძის გაიგივება” – ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით კიკვიძის ძეგლის ქალაქში დგომა კანონს არ ეწინააღმდეგება:
“რამდენად სიმბოლოს წარმოადგენს ვასილ კიკვიძე საბჭოთა იდეოლოგიის. მე ვფიქრობ გაზვიადებულიც კი არის საბჭოთა კავშირის იდეურ გმირებთან ვასილ კიკვიძის გაიგივება. მე პირადად იქ მირჩევნია იდგეს ქართული გამორჩენილი გმიერბის მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები.
თუ საზოგაოდბის უმრვალესობა სურს რომ იდგეს იქ ვასილ კიკვიძის ძეგლი ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს კანონს არ ეწინააღმდეგბა, ქარტიას ეწინააღმდეგება, რომელმაც იმპლემენტაცია მიიღო პარლამენტში.” – განაცხადა კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ.
გამოკითხვის ჩატარებისა და შესაბამისი ზომების მიღების რეკომენდაციით კომისიამ ქუთაისის მერიას მიმართა, მაგრამ ფაქტია რომ მიმართვას აქამდე შედეგი არ მოჰყოლია, ვასილ კიკვიძე პოზიციებს აქამდე არ თმობს.
შეგახსენებთ რომ კიკვიძის ძეგლის აღებას ქუთაისში წლებია აქტიურად ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წევრები. განცხადებით კიკვიძის ძეგლის აღებისა და აქ ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის შესახებ მერის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გიგა მელქაძემაც მიმართა.
კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას – ირაკლი შენგელია