გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება.
ამ წუთებში, დაწესებულების ეზოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პენიტენციური სამსახურის მანქანებია მობილიზებული.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.
გლდანის ციხეში იმყოფებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები.










