LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მსურველები ვინც არიან ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას მათ ტრანსპორტირებას” – ზვიად შალამბერიძე

გავაგრძელებთ წინსვლას ერთმანეთის მოფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2020/12/31-ში
A A
3.1k
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

“2020 წელი ძალიან რთული და მძიმე იყო მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამყარო აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამ ფონზე სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა, თუმცა პანდემიამ კიდევ არაერთი პრობლემა შექმნა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანზე იქონია გავლენა. იმედია, ის, რაც ცუდი იყო, ამ წელთან ერთად დასრულდება და მომავალი წლიდან კვლავ აღმავლობის გზას დავადგებით, რომელიც ეტაპობრივად ისევ მოიტანს წინსვლას და კეთილდღეობას, ისევ მოვემზადებით და მივიღებთ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც არასოდეს აკლდა ჩვენს რეგიონს, გაგრძელდება პროექტები, რომელიც მართალია, არ შეჩერებულა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეფერხდა.

 

დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ყველაფერს და გაორმაგებული ძალით გავაგრძელებთ წინსვლას ერთმანეთის მოფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით.

გილოცავთ ყველას 2021 წელს ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, რომელმაც 2020 წელს ახალი სიცოცხლე დაიწყო. აქ თავმოყრილია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რითაც იმერეთი ყოველთვის გამორჩეული იყო: კულტურით, განათლებით, ტრადიციებით და სიახლეებისადმი სწრაფვით. ვანის მუზეუმი რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და პანდემიის დასრულების შემდეგ იმერეთში ტურიზმიც ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.

გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებებს, კეთილდღეობას. სიკეთე, სიხარული და ბედნიერება მოეტანოს თითოეულ ოჯახში ახალ წელს, რომელსაც მსოფლიო სხვა იმედით და სხვა მოლოდინებით ხვდება. გილოცავთ!”- აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის ვიდეომიმართვაში, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება1251

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი’-პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოელები ოპოზიციის წარმომადგენლებს ყალბ იმედებს უქმნიან,...

დაწვრილებითDetails

“კონკურენცია იქნება ქსელებს შორის” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქსელების ნაწილი გარკვეულ პროდუქტებს მოქალაქეებს მუდმივად დაბალ ფასში შესთავაზებენ...

დაწვრილებითDetails

“უფრო მკაცრი წესები ყოფილა ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს პარლამენტში”- შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ სანქცირებაზე

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს მერიისგან 50 000 ლარს – პროგრამის დეტალები

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ....

დაწვრილებითDetails

უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა
მთავარი

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW - ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება. თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ. ტროპარი: წმინდათა შორის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

14 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით...

დაწვრილებითDetails

დღეს თამარობაა

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
დღეს თამარობაა
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"