თბილისი პრაიდი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 მაისს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს:
„17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!
Საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც პირისპირ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, საკუთარი სახლებიდანაც შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ თანასწორობისთვის ბრძოლაში.
Საქართველოში ქვიარ ადამიანებს ხშირად გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ცისარტყელას დროშა, რომელიც სიამაყის და მრავალფეროვნების სიმბოლოა, ჩვენს რეალობაში ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძვლად არაერთხელ ქცეულა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული თვითგამოხატვის პიურობებშიც კი, ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ მიმღებლობისკენ.
გადმოფინეთ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან 17 მაისს. ერთად გავაფერადოთ თბილისი!
კამპანიაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით და თბილისი პრაიდის აქტივისტები მოგაწვდიან დროშას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
?? 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! ? Საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც პირისპირ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, საკუთარი სახლებიდანაც შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ თანასწორობისთვის ბრძოლაში. ❗Საქართველოში ქვიარ ადამიანებს ხშირად გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ცისარტყელას დროშა, რომელიც სიამაყის და მრავალფეროვნების სიმბოლოა, ჩვენს რეალობაში ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძვლად არაერთხელ ქცეულა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული თვითგამოხატვის პირობებშიც კი, ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ მიმღებლობისკენ.? გადმოფინეთ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან 17 მაისს. ერთად გავაფერადოთ თბილისი! ✊Კამპანიაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით და თბილისი პრაიდის აქტივისტები მოგაწვდიან დროშას.#17მაისი#TbilisiPride
Gepostet von Tbilisi Pride am Donnerstag, 14. Mai 2020