„მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემს ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი დღეს დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს“,- ასე ეხმაურება რუსული ელიტის ქართველი წევრი, მირანდა მირიანაშვილი ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს.
„თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსე ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.
გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო









