ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიტროპოლიტის განმარტებით, პანაშვიდს არა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 21 აპრილს, არამედ კვირაცხოვლობის სამშაბათს, 28 აპრილს გადაიხდის.
„ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის. იხდის კვირახოვლობის სამშაბათს. ის, რომ საქართველოში არსებობს ტრადიცია, ეს არის ადგილობრივი მოვლენა. ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ახალი რეგულაცია თუ რაიმე იქნება, ჩვენ გავიგებთ, მაგრამ დღეისთვის ჩვენ ვრ ვხედავთ რაიმე მიზეზს, საბაბს, რომ ხალხმა გააპროტესტოს აი ეს შეზღუდვა, რომ ორშაბათს საფლავებზე გასვლა არ არის ეკლესიის მიერ დადგენილი წესი“, – განაცხადა მეუფე იოანემ.
17 აპრილიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოები ათი დღით დაიკეტა.