“ძალიან აგრესიული იყო, ბატონი ვაჟა სირაძე. პერსონალური აგრესია ჰქონდა ჩემს მიმართ. ეს აგრესია იმით გაგრძელდა, რომ მან მოუწოდა, უფრო სწორედ ბრძანება მისცა პოლიციელს, რომ შემოათრიეთო. ორ წამში შემისრუტეს იმ კორდონში, დამაგდეს ძირს და 3-4 კაცი მცემდა. ძირს დაგდებულს მირტყამდნენ წიხლებს და მუხლებს. ერთი ნეკნი მაქვს ჩამტვრეული მარჯვენა მხარეს, ტუჩზე მაქვს და სისხლჩაქცევები. პოლიციელები აგრესიულები იყვნენ იმ ადგილას, კანცელარიასთან, თუმცა როგორც კი გამოვცდით ეპიცენტრს, არაერთი პოლიციელი მოვიდა და ძალიან ჩუმად, მეუბნებოდნენ, რომ მარჯვენაში გენაცვალეო. თუ რამეს შეიძლება დაუკავშირო ალბათ იმას, რომ მდინარაძესთან მქონდა ინციდენტი, შურისძიების მოტივი ამოძრავებდათ” -ალეკო ელისაშვილი
სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული...










