“ძალიან დიდი მწუხარებით ვიუწყებით მეგი სმიტის გარდაცვალების შესახებ. ამ დილით, პარასკევს, 27 სექტემბრის დილით ის ძილში, უმტკივნეულოდ გარდაიცვალა. ის ძალიან პირადული ადამიანი იყო და ბოლო საათები მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატარა. მას დარჩა ორი ვაჟი და ხუთი მოსიყვარულე შვილიშვილი, რომლებიც არაჩვეულებრივი დედისა და ბებიის დაკარგვით განადგურებულები არიან” — ვკითხულობთ სმიტის შვილების, ტობი სტივენსისა და კრის სარკინის განცხადებაში.
“გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩელსისა და ვესტმინსტერის საავადმყოფოს მის უკანასკნელ დღეებში გამოჩენილი უბადლო ზრუნვისა და სიკეთისათვის. ყველას მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის და გთხოვთ, რომ ჩვენს პირად სივრცეს პატივი სცეთ,” — ამთავრებენ ისინი წერილს.
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...










