ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ადვოკატებს უბრძანა, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი მოამზადონ. ინფორმაცის The Sun ავრცელებს.
მისი ცნობით, ამის მიზეზი წყვილის მხრიდან “მუდმივი თავდასხმებია”.
გამოცემა წერს, რომ ელისაბედ მეორე მზადაა, სასამართლოში წავიდეს, თუმცა იმედი აქვს, რომ ნათესავები გონს მოეგებიან და კონფლიქტს შეწყვეტენ.
”არსებობს ზღვარი იმისა, რამდენს მოითმენენ ისინი. დედოფალსა და მის ოჯახს თავდასხმებით უკვე ყელში აქვთ. ჰარი და მეგანი გაიგებენ და მიხვდებიან, რომ ახალი თავდასხმები მიუღებელია”, – განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ დედოფლის ადვოკატები ცილისწამების სფეროში ექსპერტებთან ახლა კონსულტაციებს გადიან.
კერძოდ, დედოფლის ადვოკატები Penguin Random House–ში გაფრთხილების გაგზავნას გეგმავენ, რომელიც პრინც ჰარის მემუარების გამოქვეყნებას აპირებს.
გამოცემა აანონსებს, რომ მემუარებს ის “წერს არა როგორც პრინცი, რომლითაც დაიბადა, არამედ ადამიანი, რომელიც გახდა”.










