ბორჯომში, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. “არა ნამოხვანჰესს”, “ჩვენი სამშობლო არ იყიდება” – ამ ლოზუნგებით, ბორჯომელი ახალგაზრდები რუსთაველის მოედანზე შეიკრიბნენ და ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
“ვფიქრობ, აქ ყოფნა არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა და თითოეული მოქალაქის ვალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ რიონის ხეობის მცველებს, ვფიქრობთ, რომ მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და ისინი მთელი ქვეყნის ინტერესებს იცავენ”-ამბობს ადგილობრივი ნინო გელაშვილი.
“ცოტა ფასადობრივი ხომ არ არის, როცა სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა დემოკრატიაა და ხალხის აზრი ყველაზე არაპრიორიტეტულია?!
ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ, რომ გვაქვს ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა გააფორმოს სახელმწიფომ ხელშეკრულება, რომლის რისკები ჭარბობს სარგებელს ? ჩვენ
სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მცველებს და ვთვლით, რომ მათი ტკივილი საერთო ტკივილია”-აცხადებს ადგილობრივი რუსუდან მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი 170 დღეზე მეტია გრძელდება.










