ახალდაბასთან, ბორჯომის ტყეში, ძლიერი ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ტყის სიღრმეში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მძვინვარებს.
ხანძრია გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთვება ავიაციაც.









