ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4732 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 72 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 11 212 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4812 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 50 707, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 426, PCR ტესტით – 19 281.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,33%, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო 7 დღის – 9,11%.










