ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ნინოობის დღისადმი სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
წირვა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა აღავლინეს. მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცეს და დალოცეს.
ნინოობა ბოდბეში ორჯერ, 27 იანვარს , გარდაცვალებისა და პირველ ივნისს, საქართველოში შემობრძანების, აღინიშნება.
წმინდა ნინოს ძალა და მადლი ფარავდეს ყველა ქართველს და განსაკუთრებით ყველა ნინოს.
წმინდა ნინოს ლოცვა ეწოდეს სრულიად საქართველოს!
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა, განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.










