1 მარტი მეუფე იაობის დაბადების დღეა. მეუფეს, მრევლი 60 წლის იუბილეს, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს:
,,სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მეუფე იაკობს იუბილეს – დაბადებიდან 60 წლისთავს! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, დაიცვას და გააძლიეროს მრავალჟამიერ!
? შევთხოვთ უფალს მიანიჭოს მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სულიერი და ფიზიკური სიმხნევე, უმრავლოს სიხარულით, სიყვარულით, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე დღეები.
? არ მოკლებოდეს მეუფეს უფლის წყალობა და წარმატებები ეპარქიის, ქართული ეკლესიისა და საქართველოს საკეთილდღეოდ, მის სამწყსოს კი – მისი ლოცვა-კურთხევა და მართალი სიტყვა მრავალჟამიერ!
გილოცავთ, მეუფე! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა, ამინ!
ისპოლა ეტი დესპოტა!”-წერია მეუფისადმი მიძღვნილ მილოცვაში.