ბიჭი, რომელსაც 2 დღეა ეძებენ, გავრცელებული ინფორმაციით, იპოვეს.
ამის შესახებ საუბრობს პირი, რომელმაც იგი ბათუმში ამოიცნო და ინფორმაცია მშობლებს უკვე მიაწოდა.
როგორც ვიუწყებოდით, სურამში 20 წლის ჯარისკაცს ეძებდნენ. მანამდე გიორგი კობალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და ოჯახის წევრებს დაემშვიდობა – “თუ ამ ვიდეოს უყურებთ ე.ი. მე გარდაცვლილი ვარ” – ამბობს ვიდეო მიმართავში ჯარისკაცი.
ოჯახის განცხადებით, 20 წლის ბიჭი სახლიდან 2 დღის წინ, დილის 7:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი ქრება. გავრცელებულ ჩანაწერში კობალაძე უმძიმეს ფინანსურ ვალდებულებებზე საუბრობს, ახალგაზრდა აღიარებს, რომ აზარტულ თამაშებს თამაშობდა.
„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ე.ი. აღარ ვარ. ალბათ, ყველა იტყვის, ნეტა რატომ გადაწყვიტა ამ უბედურმაო, ეცოცხლა ცოტა ხანიო. განა ვინმეს ვალი მაქვს, არა, მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ისე სწორად და ადამიანურად, როგორც მე შემეფერებოდა… ვიცი, ამ გადაცდომით ნერვიულობას გადავყვები და ათას რაღაცას გავაკეთებ, მირჩევნია დაგემშვიდობოთ. ნუ დაგწყდებათ გული, ბედნიერი კაცი ვიყავი აქამდე. დღეს დილას ჯარში წამოვედი, უნდა გამოვცხადებულიყავი და იცოდეთ, რომ ვერ გამოვცხადდები. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში. ოღონდ მიპოვით მკვდარს. დედას მივმართავ, ვიცი, მაგრად გიყვარვარ, მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ“, – ამბობს 20 წლის ჯარისკაცი ვიდეოში.
ოჯახის წევრები ვერსიებზე ვერ საუბრობდნენ და იმედს გამოთქვამდნენ, რომ 20 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა გადაიფიქრა.
თუ სადმე ხარ, ცოცხალი ხარ, გამოჩნდი. არავინ არაფერს გეტყვის”- ამბობს კობალაძის დედა.










