ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს – შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა – ინფორნაციას ”მთავარი” ავრცელებს.
მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.









