LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 26.6%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 26.6%-ით გაიზარდა

დაპოსტა 2019/09/03-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.

“საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

„ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და 25.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 11.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 27.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.1 პროცენტი, საშუალოზე – 25.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34.1 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის II კვარტალში 15.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 9.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი)“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურასა და პროდუქციის გამოშვებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 39.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით).

„მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 22.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.1 პროცენტი) და მშენებლობა (18.0 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.7 პროცენტიანი წილი უჭირავს“, – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თეგები: ბიზნესიბრუნვასაქსტატი
გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოს ბირჟებზე და საქართველოში ოქროს ფასი შემცირდა, თუმცა ფასის ცვლილება მინიმალურია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 784 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოს ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 811 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.20%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6954 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალია. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 725 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.52%-ით კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"