LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბერ­ძნულ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ისი­ნი პირ­და­პირ ზღვა­ში ჩა­ყა­რეს – რა გახდა ათო­ბით მიგ­რან­ტის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი – BBC-ის გამოძიება

ბერ­ძნულ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ისი­ნი პირ­და­პირ ზღვა­ში ჩა­ყა­რეს – რა გახდა ათო­ბით მიგ­რან­ტის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი – BBC-ის გამოძიება

დაპოსტა 2024/06/17-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

ბერ­ძნუ­ლი სა­ნა­პი­რო დაც­ვა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ათო­ბით მიგ­რან­ტის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და – ამის შე­სა­ხებ მოწ­მე­ე­ბი BBC-სთან სა­უბ­რო­ბენ.

BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 9 ადა­მი­ა­ნი წყალ­ში გან­ზრახ გა­და­აგ­დეს. ისი­ნი იმ 40-ზე მეტ შემ­თხვე­ვას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ბერ­ძნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი­დან გა­ძე­ვე­ბის ან ბერ­ძნულ კუნ­ძუ­ლებ­ზე შეს­ვლის შემ­დეგ ზღვა­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

ბერ­ძნულ­მა სა­ნა­პი­რო დაც­ვამ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

ბერ­ძნულ მთავ­რო­ბას დიდი ხა­ნია, იძუ­ლე­ბი­თი სა­ხის ქმე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც BBC-მ გა­მოთ­ვა­ლა იმ ინ­ცი­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­შიც ბერ­ძნულ სა­ნა­პი­რო დაც­ვას მი­უ­ძღვის ბრა­ლი. 15 ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­თა ანა­ლი­ზიც BBC-მ გა­ა­კე­თა, 2020 წლის მა­ი­სი­დან 2023 წლამ­დე პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა – შე­დე­გად კი, 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

BBC-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პირ­ველ­წყა­რო ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვა იყო.

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის ვე­რი­ფი­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია – მოწ­მე­ე­ბი ხში­რად ქრე­ბი­ან ან წინა პლან­ზე გა­მოს­ვლის ეში­ნი­ათ. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვე­ბი­დან ოთხზე – ინ­ფორ­მა­ცია BBC-მ პირ­და­პირ მოწ­მე­ებ­თან სა­უბ­რით მო­ი­პო­ვა.

კვლე­ვამ, რო­მე­ლიც ახალ BBC დო­კუ­მენ­ტურ ფილმშია ასა­ხუ­ლი, ბევ­რი რამ ცხა­დი გა­ხა­და. 5 შემ­თხვე­ვა­ში, მიგ­რან­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ბერ­ძნულ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ისი­ნი პირ­და­პირ ზღვა­ში ჩა­ყა­რეს. რამ­დე­ნი­მე სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი მიგ­რან­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი ტი­ვებ­ში ჩას­ხეს, რო­მელ­თაც ძრა­ვა არ ჰქონ­დათ, შემ­დეგ კი ეს ტი­ვე­ბი და­ი­შა­ლა ან გა­იხვრი­ტა.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. „აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
რომელი წამლის მიღებას უკრძალავს ექიმი კოვიდპაციენტებს
მთავარი

იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, განახლდა - ამის შესახებ ირკვევა „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში. კერძოდ, რეფერენტული ფასების ახალ ჩამონათვალში შეხვდებით acetylsalicylic acid-ის...

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები, წლის ჭრილში, 5.6%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი 0.1%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ
მთავარი

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი შევიდა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან, კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა დაკავებულის მამა მერაბ მალანია, რომელიც შინაგან...

დაწვრილებითDetails

წყალი 12 საათით შეწყდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას შეს. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება...

დაწვრილებითDetails

„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ...

დაწვრილებითDetails

კანის ინფექციით ორი პაციენტი შემოვიდა – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა “საროველი” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას წურბელების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ექიმის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კანის ინფექციით ორი პაციენტი მიმართა, რომელთაც ინფექცია სწორედ წურბელების მიერ დაზიანებულ კანში განუვითარდათ. ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ...

დაწვრილებითDetails

3 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
როგორი ამინდი გველის 23-25 ოქტომბერს საქართველოში
მთავარი

3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.   ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც უნალექო დღეა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"