“მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია”
ერთადერთი ორგანიზაციაა საკუთარი დროშებით 14 ოქტომბრის აქციაზე!
ბევრმა იცნო დროშები და მოვიდნენ მოგვიკითხეს. ბევრმა გვთხოვა დროშა გვეჩუქებინა, მაგრამ ვერავის ვერ ვაჩუქეთ, რადგან თავად ცოტა გვაქვს. სამომავლოდ აუცილებლად დავარიგებთ ყველა მსურველზე, ჯერ ცოტათი გვადროვეთ ფეხი მოვიდგათ მეგობრებო, არ ველოდით თუ ასეთ ინტერესს გამოიწვევდა?
ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს შუღლი და მტრობა ერთმანეთის მიმართ და საბოლოოდ დამკვიდრდეს საქართველოში არჩევნები როგორც ზეიმი.
არ გვინდა ზიზღი და შურისძიება ერთმანეთზე. ვემხრობით დიდ, ეროვნულ შერიგებას!” – წერს სოციალურ ქსელში ლადო გამსახურდია.









