ბევრი სხვადასხვა პროექტის განხორციელება უნდა და ჩვენი ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესება პირველ რიგში – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის “ტორპედოსა” მისი ინვესტორის ფაბიო მანინოს შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
“ინვესტორს აქვს ბევრი წინ მიმავალი გეგმა, მათ შორის არის ტორპედოს ბაზის რეაბილიატია. გუშინ გავეცანი თუ რის გაკეთებას აპირებეს, მოვისმინე რომ ბევრი სხვადასხვა პროექტის განხორციელება უნდა და ჩვენი ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესება პირველ რიგში.
გადაცემის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულება შესრულებულია, ახლა უკვე ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს მომავალში მას გადაეცა გუნდი და იქნება მის მფლობელობაში. ყველაფერი მიდის იმ გრაფიკის მიხედვით რაც თავდაპირველად შევათანხმეთ ინვესტორთან.” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გუშინ კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე “ტორპედოს“ პრეზიდენტ ფაბიო მანინოს შეხვდა, სადაც კლუბთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.