LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რომელიც შენთან გავატარე- ზურა ხაჩიძე

ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რომელიც შენთან გავატარე- ზურა ხაჩიძე

დაპოსტა 2021/02/22-ში
A A
1.5k
ნახვა
გაზიარება

მომღერალი ზურა ხაჩიძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის თბილისში ჩამოსვენებას ეხმაურება.

„დღეს თბილისში დაეშვება თვითმფრინავი თელავივიდან და გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ უნდა დავხვდე ჩემო ზურა შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს.

მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას, როცა მას სჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი, სხვა ბევრი რამე.

მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შენგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემო დოიჯ…

ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რომელიც შენთან გავატარე, მადლობა ძმაო ყველაფრისთვის. მთელი ცხოვრება ცოცხალი იქნები ჩემს გულში, ხშირად მოვალ, როცა გამიჭირდება შენს საფლავთან და ხშირად ვილაპარაკებთ ყველაფერზე.

მაპატიე, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ აგისრულე, რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა…

შენ ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე დატოვე და ბევრი იბრძოლე სხვადასხვა ეტაპზე ამ ქვეყნისთვის. გულუხვად გაეცი სიკეთე ადამიანებში და კიდევ დიდი ხანი არ დაავიწყდება ამ ქვეყანას შენი უანგარო თანადგომა. მიყვარხარ ზურა ძმაო!“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გაზიარება608

დაკავშირებული -პოსტები

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

წავიდა თავის დედიკოსთან – გარდაიცვალა ახალაგაზრდა გოგონა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
წავიდა თავის დედიკოსთან – გარდაიცვალა ახალაგაზრდა გოგონა
მთავარი

სოციალურ ქსელში მოზარდის, ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. „დედა ღვთისმშობლის შობას წავიდა თავის დედიკოსთან! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზო“, - წერს ოჯახის ახლობელი. მისივე ინფორმაციით, გოგონას ტვინსა...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ავარიას ადგილობრივი ბიზნესმენი ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მარნეულში ავარიას ადგილობრივი ბიზნესმენი ემსხვერპლა - ინფორმაციას გამოცემა Marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულია რესტორან ჟეზებეს მფლობელი, ნამიკ გოჯაევი. მათივე ცნობით, შემთხვევა მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე, ე.წ. „საქონლის ბაზრობის“ მიმდებარედ მოხდა....

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

სანქცია-ჯარიმებიდან ბიუჯეტი 404.8 მლნ ლარით შეივსო – ზრდა 48.5%-ია

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ფული
მთავარი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 48.5%-ით (132.3 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 13.2%-ით (20.8 მლნ ლარით) გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებულ აფხაზეთში ქალის ცემის ფაქტზე რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში ქალზე ძალადობის ფაქტზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას ატარებს. უწყების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი ადგილობრივ მცხოვრებ ქალს, სავარაუდოდ, ქვებით სცემდა. დაშავებული...

დაწვრილებითDetails

ქედაში, ბიზნესმენს მუქარით თანხას სძალავდნენ – საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ფიგურირებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქედაში, ბიზნესმენს მუქარით თანხას სძალავდნენ – საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ფიგურირებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, სამ პირს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"