მარნეულში ავარიას ადგილობრივი ბიზნესმენი ემსხვერპლა – ინფორმაციას გამოცემა Marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულია რესტორან ჟეზებეს მფლობელი, ნამიკ გოჯაევი. მათივე ცნობით, შემთხვევა მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე, ე.წ. „საქონლის ბაზრობის“ მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა
კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა
კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...










