LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ბაჩალიაშვილის ადვოკატი მოწმეების ხელახლა დაკითხვას მოითხოვს

დაპოსტა 2020/08/23-ში
A A
120
ნახვა
გაზიარება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ამ ადამიანების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა. ადვოკატი ამბობს, რომ მათი ჩვენები სანდო არ არის.

„ვითომდა მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა.. ძალიან დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ იმ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა“, – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

„ექსპერტიზის დასკვნებს, რასაც გავეცანი ამის თაობაზეც მქონდა საუბარი და მოვითხოვე, რომ მოიწვიონ ექსპერტებიც, დაიკითხონ ისინიც და შესაბამისად, უკვე ამ მიმართულებითაც დაიწყონ გამოძიება. საეჭვოა ის, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის. ეს ერთ-ერთი მედიკამენტი ქსელში საერთოდ არ მოიძიება, დავათვალიერე ავტომობილი და შემთხვევის ადგილი. ზოგადად მედიკამენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ძალიან მძიმე საძილე საშუალებებია და ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის მედიკამენტები, რაც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში არის გახსნილი და აღმოჩენილი. მოგეხსნებათ, მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში თუ აღმოჩნდა, ესე იგი ბოთლში არის გახსნილი“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ხვალიდან ავტომობილის ექსპერტიზის საკითხიც დაიწყება დაჩქარებული წესით, პარალელურ რეჟიმში კი ვიდეოჩანაწერებს ათვალიერებს.

„21 და 22 ივლისს გამთენიისას სინათლე რომ ჩაქრა, ახლა გამოჩნდნენ პირები, რომლებიც დაიკითხებიან და უფრო მეტს იტყვიან საერთოდ, რატომ გაითიშა შუქი, როგორ ახორციელებდნენ მთელი ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობაზე ზეწოლას, ხმა არ ამოეღოთ. ის ადამიანები დაასახელებენ ვის მიერ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. ამის შესახებ გამოძიებას უკვე ვუთხარი“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ძალაში რჩება ოჯახის მოთხოვნა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთოს აშშ-ს ფედერალური ბიურო.

„როგორ გაგრძელდება გამძიება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოიკვეთოს, რამდენი ექსპერტიზაც არ უნდა ჩატარდეს, გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, რომ გამოიკვეთოს, რამ, ვინ შეიწირა თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლე და რა მოხდა. ეს არის გამოძიების გაგრძელებაც და დასასრულიც. თუ შედეგი არ დადგა, ეს არ იქნება გამოძიება“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს...

დაწვრილებითDetails

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიულობა და მიზანდასახულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა მოულოდნელი საქმე გამოჩნდეს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. საღამოს დასვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება....

დაწვრილებითDetails

26 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"