ბაშკირეთში 17 იანვარს დაკავებულ 6 მომიტინგეს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებული დენის სკვორცოვი ავრცელებს.
აქტივისტის თქმით მას და კიდევ 4 დაკავებულს სასამართლომ 10-დღიანი, ხოლო კიდევ ერთ მომიტინგეს 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ექვსივე მიტინგის ჩატარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრეს.
სასამართლოს ოფიციალურ საიტზე დაკავებულთათვის განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.










