,,მწვანე თეატრში” ამ სცენისთვის შექმნილი პირველი სპექტაკლის პრემიერა შედგა. მაყურებელმა 30 ივნისს გვანცა ჯავახაძისა და ავთანდილ სახამბერიძის პოეტური მისტერია “ბარდნალა” იხილა. ავთანდილ სახამბერიძის ავტორობით შექმნილი სპექტაკლი ლადო ასათიანის ლექსების მიხედვით დაიდგა. “ბარდნალაში” მსახიობის სროლიც თავად ავტორმა მოირგო.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლადო მესხიშვილის თეატრმა მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში განაახლა.









