სულის შემძვრელია ტრაგედია, რომელის შესახებაც ინფორმაციამ არა მხოლოდ მარტვილელები შეძრა და დაამწუხრა: ,,ბარბარე ცეკვით შეეგება სიკვდილს” -წერს ოთო დანელია.
,,რამდენიმე წლის წინ მარტვილში “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” დაიდგა,რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები თამაშობდნენ…
მთავარ გმირს თამაშობდა ბარბარე.
ყველას ერთდროულად,ერთბაშად შეუყვარდა მზის სხივად დაბადებული გოგო…
ერთი სპექტაკლით შეძლო,სამყაროსხელა სიყვარული მოეპოვებინა…
იმ დროს ყველას-დიდსა თუ პატარას ბარბარეს სახელი ეკერა პირზე…
მერე…მერე თავის გზას გაჰყვა…იწრთობოდა,ლამაზდებოდა, სრულყოფდა თავის მომავალს…
ამასწინათ მისი ვიდეო ვნახე,დედის საქმიანობას არეკლამებდა.
გამიხარდა,ისევ ისეთი ვარსკვლავური იყო,ბრჭყვიალა,ბედნიერი,მზის სხივი..
წუხელ კი…
არის გარდაცვალება,რომელიც გშლის,გაგნგრევს…
კიდევ ერთი სილამაზე და სიყვარული დაკარგა სამყარომ.არადა,როგორი იშვიათია ასეთი სრულყოფილება…
ბარბარე ცეკვით შეეგება სიკვდილს.იმ შემზარავს კი სულ არ შერცხვა,ისე უსინდისოდ გაიტყუა…
უფალმა ჩაგიკრას გულში,საოცარო გოგო!❤️-ოთო დანელია.
megatv.ge თანაუგრნობს ჭირისუფალს. სასუფეველი ბარბარეს უკვდავ სულს!