LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“ბალტიის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება შეცვალონ” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/03/07-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

ვხედავთ, რომ ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა მისი დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, შეწყდა ყველა დაფინანსება.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის.

„ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ. ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ზოგიერთი სხვა. ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველო ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლების გამოუცდელობიდან გამომდინარე პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ხედავს დაწესებულ სანქციებს.

„იცით, რომ ერთის მხრივ, ნახევრად აღიარების, თუ არაღიარების რეჟიმში არიან ქართველი ხალხის ნების მიმართ და ვხედავთ, ასევე ბოლო დღეებში სანქციებს. სანქციები დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონურები, როგორც საბოლოო ჯამში გამოჩნდა. სიაც ფაქტია, ესტონეთის საგარეო საქმეთა თავქარიან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ქართველი პოლიციელების სახელებზე და გვარებზე, ხომ გასაგებია? ეს სია შედგენილი არის ესტონური NGO-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მათი მთავრობის დავალებით. მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას, მათ ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვს, ეს არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა. როგორც ჩანს, სურვილი არის, საქართველოში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე. მე ამაზე დავწერე კიდევაც, რომ მიზანი სხვა არის – ამ სამ ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს ერთადერთი ინტერესი, ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებაში და იმის ნაცვლად, რომ თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ და თუ ბრძოლა უნდათ იბრძოლონ, ცდილობენ სხვა ქვეყნების ხელით, სხვა ხალხების ხელით რუსეთს ყურადღება გადაატანინონ სხვა საკითხებზე…

ლაშა ტალახაძეს რომ დაასანქცირებს რომელიმე ქვეყანა ამ დედამიწაზე, სირცხვილი არ არის, ეს? სირცხვილი არ არის საერთოდ? საკუთარ მოქალაქეებს რას ეუბნებიან? ამ შემთხვევაში ხომ, ესტონელ ხალხ არ წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამას აკეთებს მსოფლიოში ერთ-ერთი დამსახურებული სპორტსმენის მიმართ, თან რა მოტივით!

გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, ესტონურმა NGO-მ დაწერა კიდეც, განმარტებითი ბარათი სანქციებთან დაკავშირებით, რითაც საკუთარი თავი ამხილა, რომ ამ სიის ავტორი ის არის, თორემ იმ სიაში არის ხალხი, რომელთა 90%-ის სახელი და გვარი მე არ ვიცი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცაჰკნა, რომელიც აქ დროშადახვეული დადიოდა, თქვენც ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ იმანაც არ იცის? ვნახეთ, განმარტებითი ბარათი სანქციებთან დაკავშირებით და იქ წერია, რომ „ლაშა ტალახაძე გამოირჩევა აგრესიით“. მე იმ ქართველს რა ვუთხარი, აი, ეს რომ დაწერა და ესტონეთს, თავის ხელისუფლებას მიაწოდა, რომ ეს კაცი დაასანქცირონ. მე იმ ქართველს რა ვუთხარი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებ-გვერდზე ეს ტექსტი რომ აკრიფა, ატვირთა და დადო – „ლაშა ტალახაძე გამოირჩევა აგრესიულობით“. აი, იმ ქართველს რა ვუთხარი, ეს რომ გააკეთა. ეს ერთი წინადადება არის მაგალითი უსამშობლობისა. ის ადამიანი, ვინც ეს სია შეადგინა, ვინც ეს ჩაწერა, ჯერ ლაშა ტალახაძე ჩაწერა და ვინც საფუძვლად ეს ჩაუწერა, აი, იმ ადამიანს, რა კავშირი აქვს ამ ქვეყანასთან, ამ საზოგადოებასთან, საერთოდ ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს აწმყოსთან და მომავალთან და რა თქმა უნდა არ აქვს, იმიტომ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის ესტონური NGO. ასე უნდა შევხედოთ, რომ არის ესტონური NGO და ესტონური გადმოსახედიდან შესაძლებელია, ეს მისაღებია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე კი, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო თავის დროზე, რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს.

„ყველა თანხმდება, რომ საქართველომ მაშინ რომ გაქანებულიყო თავით ამ პროცესში და თავი აეფეთქებინა იმის გამო, რომ გარედან ვიღაცა, ვისაც ჩვენ მეგობრად ვთვლით, გვეუბნება, რომ „მიდი, მიდი, ახლა, შენც დაუწესე სანქციები“, საქართველო გარანტირებულად ეკონომიკურად დაინგრეოდა. ეს დათვლილი გვაქვს, 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, კოვიდზე ერთნახევარჯერ უარესი მდგომარეობა იქნებოდა. დიდი ალბათობით, ეს იქნებოდა ახალი ომი რუსეთთან და მეორე უკრაინა. მაშინ ხომ თქვენ გვეუბნებოდით, დაუწესეთ სანქციებიო და ჩვენ ხომ მართლები აღმოვჩნდით, რომ არ დაგიჯერეთ. ახლაც, შეიძლება ასე იყოს, რაღაცას გვეუბნებოდეთ და ჩვენ ვიყოთ მართლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

როგორ ვიქცევითვ თუ გველმა გვიკბინა – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...

დაწვრილებითDetails

როდის იქნება ყველაზე ცხელი დღეები

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
როგორი იქნება სექტემბერი – რას ამბობენ სინოპტიკოსები
მთავარი

აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა სახლის ადგილას, 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები  ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...

დაწვრილებითDetails

“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის...

დაწვრილებითDetails

კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ავთო მარ­ხვა­ი­ძე გო­მეწ­რის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ბე­ღე­ლას მიმ­დე­ბა­რედ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" აქვეყ­ნებს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი თუ­შე­თის სო­ფელ ჯვარ­ბო­სელ­ში, დღე­ო­ბა­ზე მი­დი­ო­და, თუმ­ცა...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას
მთავარი

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...

დაწვრილებითDetails

მიტოვებულია ხალხი თავიანთ გასაჭირთან – რა ხდება სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

ძალიან დიდი ტბა არის წარმოქმნილი, ერთ დღეს ეს ტბა იშობს თავს - ავთანდილ ოკრიბელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პოსტის...

დაწვრილებითDetails

რა მოხდა ვერაზე სასტიკ მკვლელობამდე – გამოძიება მასალებს ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"