ბალდაში, საპროტესტო კარავს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში, სანადირო იარაღით და დანებით იყვნენ შეიარაღებული.
კარავში მისვლამდე, შეიარაღებულმა პირებმა, დანით ჭრილობა მიაყენეს სოფელ ბალდის მაცხოვრებელს.
პირდაპირ ეთერში, ცოტნე თვარაძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებული პირები არიან.










