ბათუმში 52 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს – მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისათვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ის სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა. “მთავარ არხთან” ოჯახის წევრები და მეზობლები ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მათ უთანხმოება ქონებსის გაყოფაზე ხშირად ჰქონდათ.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილის შვილი ამბობს, რომ 52 წლის ქალი, მწოლიარე დას უვლიდა. ნათია კაკაბაძის თქმით, პოლიცია 23 წლის კაცს ამ დრომდე ეძებს.
შემთხვევა ბათუმში, 9 აპრილს, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილი ქალის სახლში ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
“მთავარი არხის” ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაციას ” მთავარი არხი” ავრცელებს.










