თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი მოკლეს, სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
მოკლულული, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, მამაკაცს ზურგში 5 ტყვია ესროლეს. სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე“, – განმარტავენ უწყებაში.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.