ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ რამაზ დავლაძესა და მის ვაჟს ერთ-ერთი კომპანია ბინას გადასცემს.
„ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაზარალებულ ოჯახებს. ეს ამბავი მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და გვესმის, რომ ვერაფრით ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენ უბრალოდ ამ გზით შევეცადეთ მცირედი მხარდაჭერა გაგვეწია მათთვის და თანაგრძნობა გამოგვეხატა“, – აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.
შეგახსენებთ, ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 4 სწორედ რამაზ დავლაძის ოჯახის წევრია.









