LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

“ბავშვის ჩვენება უმძიმესია”-რას ყვება დაზარალებულის ადვოკატი (გაჩერებაზე მომხდარი დანაშაულის დეტალები)

დაპოსტა 2022/05/25-ში
A A
137
ნახვა
გაზიარება

ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და დაკავებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ლევან ასლანიშვილს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

“ბავშვის ჩვენება უმძიმესია – ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს, ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული”, – ამის შესახებ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის, თამარ ჭეიშვილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ მას მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა.

„თამარ ჭეიშვილი რჩება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი გამოკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ სასამართლოსთვის იქნა მიმართული, რათა გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან ამ საქმეში იკვეთება ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა მაშინ, როდესაც სასამართლომ წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა 3000-ლარიანი გირაო, რაც არ იქნა შემაკავებელი ამ ბრალდებულისთვის და ასევე, არ იქნა ელექტრონული სამაჯური, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფდა ბრალდებულის შეკავებას.

თამარი სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე იყო ძალადობის მსხვერპლი. ისინი იყვნენ განქორწინებული. მან მიმართა არა ერთ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის შესახებ, ეს საქმე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თამარი არის შშმ პირი და ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემები, რაც განაპირობებს იმას, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია როგორც თამარი, ასევე ბავშვი. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ ბავშვი ცნობილი იქნეს დაზარალებულად, ვინაიდან ბავშვის ჩვენება არის უმძიმესი. ის დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა და მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები ძალიან მკაცრად არის გამოხატული და ის არის მძიმედ. ბავშვი არის 11 წლის. როდესაც მოხდა ფაქტი, ბავშვი და დედა იყვნენ ერთად და მიდიოდნენ სკოლაში, რა დროსაც ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს. ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული.

საქმის გარემოებებით ირკვევა შემდეგი, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან მეზობლები. შესაბამისად, ბრალდებულს არ გაუჭირდებოდა არც თვალთვალი და არც გაკონტროლება, ძირითადად ბრალდებულის ქმედება განპირობებული იყო გენდერული როლებით და წყენით, რომელიც მას წარსულში ჰქონდა. ის აღიარებს და აბსოლუტურად ყველაფერს ადასტურებს, რომ მან მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

თეგები: გაჩერებალევან ასლანიშვილისასამართლოფემიციდიქმარმა ცოლი დაჭრა
გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას ქუთაისელი სპორცმენი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
ავარიას ქუთაისელი სპორცმენი ემსხვერპლა
მთავარი

ქუთაისში ავარიას 16 წლის სპორცმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. ,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით ორივე დაღუპული ასაკოვანია. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, უცნობია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვრეპლა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც ცნობილია ავტომობილში 4  არასრულწლოვნი ისხდა, მათ ავტომობოლი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი. დამატებითი...

დაწვრილებითDetails

შევთანხმდით, რომ თანხის შეგროვება იყო მიზნობრივი – შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
შევთანხმდით, რომ თანხის შეგროვება იყო მიზნობრივი – შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძემ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია. გამოირიცხა ძალიან ბევრი თემა, რაც აქამდე იყო, თითქოს მართულები ვართ, გამოირიცხა წამლის საფრთხე, თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად...

დაწვრილებითDetails

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე
მთავარი

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან - ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი...

დაწვრილებითDetails

სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის უთ­ქვამს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა – რა ახალი დეტალები ხდება ბათუმში მოკლული მამაკაცის შესახებ

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
მთავარი

ბათუმში პირველ ივნისს მოკლულ 43 წლის როლანდ დავითაძეს (როლიკა) ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე 8 ტყვია შვილის თვალწინ მისმა მეგობარმა ესროლა - ამის შესახებ ინფრომაციას ამბები. ჯი ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლული...

დაწვრილებითDetails

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია – ქარტია:

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ქარტია მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს. 2...

დაწვრილებითDetails

მაისში წლიურად ფასები 5.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა...

დაწვრილებითDetails

„თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
მთავარი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან. „წელს სიახლეა, რომ სპექტაკლები მუნიციპალიტეტებში ჩატარდება, ნაცვლად ქუთაისის ლადო...

დაწვრილებითDetails

“შვილის ნათლიამ სანადირო თოფით მოკლა…” – სამეგრელოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მისაღებ ოთახში შესულ ახლობლებს თეა ხარგელია უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მძიმედ დაჭრილი გზაშივე გარდაიცვალა. ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"