ქუთაისში ორი სკოლის ორ კლასში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ვირუსის დადასტურებული შემთხვევა #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის ერთ-ერთ ჯგუფსა და #34 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის ერთ-ერთ ჯგუფში გამოვლინდა.
“თავის დაზღვევის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადავიყვანეთ მთელი კლასი, სადაც ერთ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. იმიტომ რომ სხვა ბავშვებსაც აღენიშნებოდათ სისუსტე, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება. იქ სადაც არ ფიქსირდება სხვა ბავშვებში ასეთი სიმპტომები და ბავშვებიც, ბუნებრივია, რეკომენდაციების თანახმად ნიღბებით დადიან, არ არის რეკომენდებული მთელი კლასის დისტანციურზე გადასვლა, თუნდაც დაფიქსირდეს ვირუსი კლასში”, – აღნიშნავს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
ქუთაისში 38 საჯარო და ათი ეკრძო სკოლაა.
kutaisipost.ge









