ბოლო პერიოდში გავცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებში, რომლებმაც კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, მალევე გარკვეულმა გართულებებმა იჩინეს თავი, ბავშვებში გართულებების შესახებ „ინფო რუსთავიც“ წერს.
ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე, მარინა აბულაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები რუსთავშიც დაფიქსირდა.
როგორც პედიატრმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რუსთავიდან მკურნალობის მიზნით „იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში” 4 წლისა და 6 წლის ბავშვები გადაიყვანეს.
„2 რუსთაველ ბავშვს კოვიდის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა. ექოსკოპიით დადგინდა, რომ იყო გართულებები ორივე შემთხვევაში ფილტვებსა და თირკმელებში. მაგალითად, სითხე იყო ფილტვში, თირკმელებში იყო ცვლილებები. ისინი გაეწერნენ იაშვილის კლინიკაში, ორივეს მდგომარეობა სტაბილურია ამ დროისთვის და ბავშვები ემზადებიან სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერისთვის”, – განაცხადა მარინა აბულაშვილმა.
როგორც პედიატრმა აღნიშნა, ბავშვებს კოვიდ 19 უსიმპტომოდ ჰქონდათ გადატანილი, რაც ანტისხულებზე დაფუძნებულმა ტესტმა აჩვენა.
შეგახსენებთ, საქართველოში მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომით (MIS-C) 60-მდე ბავშვი მკურნალობა, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს.