LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბავშვები ენას იმაზე მალე სწავლობენ, ვიდრე გვეგონა – კვლევა

ბავშვები ენას იმაზე მალე სწავლობენ, ვიდრე გვეგონა – კვლევა

დაპოსტა 2025/02/03-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

დეტექტივების მსგავსად, პატარა ბავშვები აგროვებენ და აერთიანებენ მინიშნებებს, რათა გარშემომყოფი სამყარო გაიგონ. როდესაც ჩვილს ესაუბრებით და ის ყურადღებით გაკვირდებათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ის ხმების წარმოქმნის სწავლას ცდილობს.

Development Science-ის მიხედვით, ბავშვებს ეს უნარი 4 თვის ასაკში უვითარდებათ. ეს მიგნება ცვლის აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჩვილები ამ უნარებს მხოლოდ 6-დან 12 თვის ასაკში, მშობლიურ ენაზე კონცენტრირების შემდეგ ავლენენ. აღმოჩენა გვაძლევს შესაძლებლობას უფრო ადრეულ ასაკში დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებსაც შესაძლოა საუბრის ან ენის განვითარების შეფერხების რისკი ჰქონდეთ.

ერთი წლის ასაკიდან, ჩვილები უკვე იწყევენ მშობლიური ენის ხმებზე კონცენტრირებას — ამ პროცესს პერცეპტული შეხამება (perceptual attunement) ეწოდება. ასეთ დროს მათი ტვინი ბგერების უზარმაზარი არჩევანისგან მხოლოდ იმას არჩევს, რაც უფრო მნიშვნელოვანია.

თუმცა, სიცოცხლის პირველ ექვს თვეში, ჩვილებს შეუძლიათ განასხვაონ იმ ენების ბგერები, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ. მაგალითად, მათ შეიძლება ჰინდის გარკვეული ბგერების განსხვავება შეეძლოთ, რაც ინგლისურენოვანი მოზრდილებისთვის რთულია, ან ამოიცნონ მანდარინული ტონები, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვან ოჯახში იზრდებიან.

ეს საოცარი უნარი სამუდამოდ არ რჩება. 6-დან 12 თვის პერიოდში, ჩვილები ყურადღებას მხოლოდ იმ ხმებს აქცევენ, რომლებიც ყველაზე ხშირად ესმით. ხმოვნების შემთხვევაში ეს პროცესი დაახლოებით 6 თვის ასაკში იწყება, ხოლო თანხმოვნებისთვის – 10 თვისკენ.

შეგიძლიათ ეს აღიქვათ, როგორც ჩვილების კონცენტრაციის “ზუმირება” მხოლოდ მნიშვნელოვან ბგერებზე. მაგალითად, ისინი იწყებენ “R” და “L” ბგერებს შორის განსხვავების გარჩევას ინგლისურ ენაში, თუმცა კარგავენ მგრძნობელობას იმ ხმების მიმართ, რომლებსაც რეგულარულად ვერ უსმენენ.

დღემდე, მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ კავშირის დაკარგვა გარკვეული ხმების მიმართ, აუცილებელი იყო რომ ჩვილს ენა უფრო საფუძვლიანად შეესწავლა. მაგალითად, იმის ფონზე, რომ “B” (bin-ში) და “D” (din-ში) ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთი ტუჩებით, ხოლო მეორე კი ენის წვერით წარმოიქმნება, ბავშვებს აღარ შეუძლიათ სათანადო ყურადღება მიაქციონ სხვა უცხო ენებს.

თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილები უკვე ოთხი თვის ასაკიდან სწავლობენ, როგორ წარმოიქმნება ხმები ფიზიკურად — დიდი ხნით ადრე, სანამ მათი ბგერებზე ფოკუსირება დაიწყება.

მინი-ენების სწავლა იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ბავშვები ენებს სწავლობენ აი, მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ უსმენთ ადამიანს, რომელიც ისეთ ენაზე საუბრობს, რომელიც არ იცით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს ვერ იგებთ, შეამჩნევთ, თუ როგორ მოძრაობს მათი ტუჩები ხმების წარმოსაქმნელად. სწორედ ასე ამჩნევს 4 თვის ბავშვიც.

დემონსტრირების მიზნით, ჩატარდა ექსპერიმენტი 34 ბავშვთან, რომელთა ასაკიც 4-დან 6-თვემდე იყო. მკვლევრებმა შექმნეს ორი გამოგონილი მინი-ენა და მის გამოყენებით ბავშვები “შეხამების თამაში” ათამაშეს.

ერთ-ერთ ენაში სიტყვები შეიცავდა ხმებს, რომლებიც ტუჩის დახმარებით წარმოითქმის (ბ და ვ), ხოლო მეორე ენაში გამოიყენებოდა ენის წვერის მიერ წარმოქმნილი ხმები (დ და ზ). თითოეული სიტყვა მაგალითად “ბივაო” (bivawo) ან “დიზალო” (dizalo), დაკავშირებული იყო ანიმაციურ გამოსახულებასთან. ტუჩის ხმებისთვის — მედუზა, ხოლო ენის წვერის ხმებისთვის — კიბორჩხალა. სიტყვა ისმოდა იმავე დროს, როდესაც მისი შესაბამისი გამოსახულება ჩნდებოდა ბავშვის წინ.

“რატომ ანიმაცია? ბავშვებს არ შეუძლიათ ზუსტად გვითხრან, რას ფიქრობენ, თუმცა მათ შეუძლიათ ასოციაციების ჩამოყალიბება ტვინში. ანიმაციური გამოსახულებები დაგვეხმარა გაგვეგო, შეძლებდნენ თუ არა ბავშვები თითოეული მინი-ენის სწორ გამოსახულებასთან დაკავშირებას”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ისწავლეს მინი-ენები და მათთან დაწყვილებული გამოსახულებები, მკვლევრებმა ყველაფერი შეცვალეს.

სიტყვების მოსმენის ნაცვლად, ბავშვებმა უყურეს უხმო ვიდეოებს, სადაც ადამიანის სახე ამბობდა ახალ სიტყვებს იმავე მინი-ენებიდან.

ზოგ ვიდეოში სახე ემთხვეოდა იმ ანიმაციას, რომელიც მათ ადრე ისწავლეს, სხვა ვიდეოებში კი არა. შემდეგ მკვლევრები დააკვირდნენ, რამდენ ხანს უყურებდნენ ბავშვები ვიდეოებს – ეს კვლევის საერთო მეთოდია, რომელიც დაეხმარათ იმის გაგებაში, თუ რა იზიდავს ბავშვების ყურადღებას.

ბავშვები უფრო დიდხანს უყურებენ იმას, რაც მათთვის ახალია, ხოლო ნაკლებ ხანს – იმას, რაც მათთვის უკვე ნაცნობია.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები აქტიურად სწავლობდნენ მინი-ენების წესებს და აკავშირებდნენ ამ ცოდნას იმასთან, რასაც ხედავდნენ.

ეს ნიშნავს, რომ ოთხი თვის ბავშვები აკავშირებენ ხმას და ვიზუალს ერთმანეთთან. ხმების წარმოქმნის ადრეულად ამოცნობა საწინდარია ენის სწავლის უნარის განვითარებისთვის.

ეს აღმოჩენა ცვლის ახსნას ბავშვების ადრეული ენის სწავლის შესახებ. ის უთითებს, რომ ბავშვები ოთხი თვის ასაკში უკვე იწყებენ ენის შესასწავლ კავშირების გავლებას, ბევრად ადრე, სანამ მათი მშობლიური ენის ხმებზე პერცეპტულად მორგებას დაიწყებენ (6-იდან 12-თვემდე).

მთლიანობაში შედეგები რამდენიმე საინტერესო კითხვას ბადებს. მაგალითად, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სხვა განსხვავებების ამოცნობა, როგორიცაა ჟღერადობა – ანუ, ხმა წარმოიქმნება ვიბრაციით (როგორიცაა ბ) თუ უხმოდ (როგორიცაა პ)? როგორ მოქმედებს ორენოვან ოჯახში აღზრდა ამ უნარზე? შეუძლიათ თუ არა ბავშვებს ეს უნარი გამოიყენონ სრულიად ახალ ენებს შორის კავშირის სწავლისთვის?

მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ. ეს აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ბავშვს ტვინი, მას ერთ-ერთი ყველაზე რთული ადამიანური უნარისთვის, ენის სწავლისთვის ამზადებს.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"