ღაზა ისრაელის კონფლისქტის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია შემოდის და ვფილტრავ ყველას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით მახარაძე წერს.
“1) ბავშვების გალიის კადრები არის ფეიკი და ხმა აქვს დადებული. ძალიან ძველი კადრები არის და ნუ ავრცელებთ..
ეს ვიდეო არის ყალბი…
2) ეხლახანს დაიდო ღაზის ვიდეო დაბომბვის და არის ფეიკი. სახურავზე ფეირვერკები არის ფეხბურთის კადრების.
მოვიძიე და 2005 და 2010 წლის კადრებია.
3) ქართველი ტყვის შესახებ ინფორმაცია არის ყალბი და არ დადასტურდა. არცერთი ქართველი ტყვე არ ყავთ ტერორისტებს.
4) ალტინფოელი და რუსების სველი ვნებები თითქოს უკრაინა ტერორისტებს აწვდიდა იარაღს არის სრული სისულელე.
რაც შეეხება ღაზის სექტორი იბომბება ამ წუთის მონაცემებითაც და ვიდეოები ახალია და არ არის დეზინფორმაცია..
მაქსიმალურად ვცდილობ პოსტების გაფილტვრას და ვმუშაობთ და გამცნობებთ რა არის ყალბი და რა არა. რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ გამოგვივიდეს, სიმართლე ყოველთვის.” – წერს სოციალურ ქსელში დავით მახარაძე.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.