ქუთაისის ღვთისმსობლის მიძიების ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციულ წესი ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა აღავლინა.
გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული და საკურთხევლიდან მსვლელობით ერთხელ მოხდა ტაძრის შუაგულში შემოტარება, რის შემდეგაც გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე – „საფლავზე“ დაასვენებენ. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
ასევე, მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდა, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.










