LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„რა შეიძლება ქუთაისში ნახოთ“ – “რაინეარი” ქუთაისზე სტატიას აქვეყნებს

ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელაა

დაპოსტა 2021/12/12-ში
A A
69
ნახვა
გაზიარება

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფი ცდილობს.

მათივე ცნობით, ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით განასხვავებს.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს.

მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული „სარესტავრაციო სამუშაოების“ შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული.

ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს.

შეგახსენებთ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა.

მიმდინარე წლის 31 ივლისს კულტურის მინისტრი ეწვია ბაგრატის ტაძარს და ადგილზე გაეცნო წინა ხელისუფლების მიერ ბაგრატის ტაძრის „რესტავრაციით“ გამოწვეულ პრობლემებს, რომლებიც ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს.

ამის შედეგად დაიგეგმა ტაძარზე კვლევითი (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური) და საპროექტო სამუშაოები, რათა მოხდეს ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა.

სწორედ ამის შემდეგ შედგება ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.

შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული “აღდგენითი სამუშაოების” შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით.

ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა.

ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძრის “სარესტავრაციო სამუშაოები” წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ.

სახელმწიფოს მიერ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა.

2017 წელს, ქართული ოცნების მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა…“ – ავარია ახალციხე-ვალეს გზაზე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
მთავარი

ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც რეგიონალური მედია „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური განახლების პროცესი იწყება. "ისტორიული განახლების" პროექტი, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1...

დაწვრილებითDetails

„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ბათუმში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიკა ბასილაძეს, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ნიკაა. ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, ნიკუშა ღმერთმა...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ მოწყობილ ბაქანზე განათავსა. გარემოსდაცვითი...

დაწვრილებითDetails

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1965 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 2004 წელს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

კაცმა სანადირო თოფით მეზობელი დაჭრა – შსს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

5 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   პირად ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების ალბათობაა, მიენდეთ გულს და შესაძლოა, თქვენს გატაცებას ნაყოფიერი დასასრული ჰქონდეს.   კურო   კარგია, თუ დღეს ეცდებით, განაწყენებული ადამიანები შემოირიგოთ. შეცვალეთ გარემო, ატმოსფერო თქვენს...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"