სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თვითიზოლაციის წესი „დემონსტრაციულად” დაარღვია და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა.
მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს, მაგრამ არა „ასეთი ტოტალური“.
„ქვეყანაში არის დაწესებული უამრავი უაზრო რეგულაცია, უწესო წესი, რომელიც არ სჭირდება არც კორონავირუსთანბრძოლას და ა.შ. მე, მაგალითად, გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს და თან მაქვს მოტანილი აგერ , რომ ვარ ჯანმრთელი. ახლა მომივიდა პასუხი და როგორც კი მომივიდა, მოვედი.
ეს ტესტი მათთვის საკმარისი არ არის, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმარისია და აქ მაინც მეუბნებიან, რომ სახლში უნდა ვიჯდე. ასეთივე უწესო წესი არის დღეს უამრავი, 9 საათზე კომენდანტის საათიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის შეზღუდვით გაგრძელებული და ა.შ”, – განაცხადა ვაშაძემ.