“რუსეთის ეკლესიის სინოდმა კირილე გუნდიაევის თავმჯდომარეობით, დღეს, 2022 წლის 7 ივნისს, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი გადააყენა რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჩამოართვა წმიდა სინოდის მუდმივი წევრობა და “ვოლოკოლამელის” ტიტულარული წოდება,
გადააყენა მოსკოვის საპატრიარქოს ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის თანამდებობიდან და საერთოდ გაუშვა რუსეთიდან და დანიშნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მიტროპოლიტად, თან ისე, რომ მადლობაც არ გამოუცხადეს.
ვერ გაუმართლა კირილეს თავისმა შვილობილმა ალფეევმა, ვერ ივარგა სულიერი “ბაბუის”, მიტროპოლიტ ნიკოდიმე როტოვისა და სულიერი “მამის”, კირილე გუნდიაევის მსგავსად, ვერ ააცილა მრავალი დამსახურებული საგარეო მარცხი მოსკოვის საპატრიარქოს და კი დაისაჯა ასე…
ახლა მაინც გაამხილეთ საქართველოში ზოგიერთებმა, როგორ გაშანტაჟებდათ და გაშინებდათ პირდაპირი შეხვედრებისას თუ სატელეფონო ზარებით მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი და მისი მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი. ახლა ნუ შეგეშინდებათ მაინც.”-ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.