არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. საქართველო პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევს , რომელმაც შემდგომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. შეიცვალა საარჩევნო სისტემა და წლევანდელი არჩევნები კვლავ შერეული , თუმცა მეტად პროპორციული სისიტემით ჩატარდება. შემცირდა მაჟორიტარების რაოდენობა. წელს ქუთაისი მხოლოდ ერთი მაჟორიტარით იქნება პალმანტში წარმოდგენილი. ქუთაისასათვის ეს არჩევნები გამორჩეულია იმითაც რომ მოქალაქეს ხმის მიცემა სამ ბიულეტინზე, საკუთარი აზრის დაფიქსირებით მოუწევს. ქუთაისელები პარლამეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად ქალაქის პირველ პირს – მერს ირჩევენ, თუმცა მხოლოდ ერთი წლით. რისი მიზეზიც მერის მიერ თანამდებობის უდროოდ დატოვება გახდა.
„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...









