ახლახან, პენელოპამ CBS-ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც გაირკვა, რომ ის შვილებს სოციალური ქსელის გამოყენებას კატეგორიულად უკრძალავს.
„მე ახალ ტექნოლოგიებს განსაკუთრებულად ვუდგები, რა თქმა უნდა, ჩემი შვილები უყურებენ ფილმებს, თუმცა, ტელეფონის გამოყენების უფლებას არ ვაძლევ, არც სოციალური ქსელი ექნებათ, მინიმუმ 16 წლამდე. ამას მე მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამო ვაკეთებ“,
– აცხადებს კრუსი.
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ახალ თაობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
„ახლანდელი თაობა მეცოდება, მგონია, თითქოს მათზე ექსპერიმენტებს ატარებენ“, – განაცხადა მსახიობმა.









