ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა ერთით გაიზარდა.
62 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრიდან დადასტურებული კორონავირუსით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა. ის კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ.
ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმთოფოში 20 პაციენტია რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი 19 -მა პაციენტმა დაამარცხა.