ახალგაზრდა ქალს თბილისში, დიღომში ყელი გამოჭრეს. შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც ხიდზე გადადიოდა და შველას ითხოვდა, უცნობი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.
ქალი სასიკვდილოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა გაიმეტა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.