თბილისში, ახალგაზრდა გოგოს სამსახურში ე.წ თითის ანაბეჭდზე დენმა დაარტყა – ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, გოგონამ გონება დაკარგა.
სასწრაფოდ მისვლამდე მას პირველადი დახმარება თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.
„პრაიმტაიმი“ ახალგაზრდას ინტერესებიდან გამომდინარე კომპანიას არ ასახელებს.
ინციდენტიდან მეორე დღეს, აღნიშნულ ობიექტზე ე.წ თითის ანაბეჭდი დალუქეს.










